საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში ოქროს 1, ვერცხლის 2, ბრინჯაოს 5 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში ოქროს 1,  ვერცხლის 2,  ბრინჯაოს 5 მედალი და 2  საპატიო სიგელი მოიპოვეს.


მათემატიკის   65-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს ეროვნული 

ნაკრების წევრებმა ოქროს 1, ბრინჯაოს 3 მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

დავით კლდიაშვილი - კომაროვის სკოლა, ოქროს მედალი;

მირზა შანიძე -კომაროვის სკოლა, ბრინჯაოს მედალი;

რატი რატიანი-ვეკუას სკოლა, ბრინჯაოს მედალი;

გიორგი კეკენაძე - კომაროვის სკოლა, ბრინჯაოს მედალი; 

ლუკა წულაია - კომაროვის სკოლა,  საპატიო სიგელი.

ნაკრების ლიდერი - გიორგი ჭელიძე, თანალიდერები - გივი ნადიბაიძე და გიორგი სვანაძე.

მათემატიკის 65-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IMO 2024) წელს ბრიტანეთში, ქალაქ ბასში გაიმართა და მასში 108 სახელმწიფოს  600-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 


ფიზიკის   54-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 

თორნიკე ცაძიკიძე- კომაროვის სკოლა, ვერცხლის მედალი;

ლუკა თვალავაძე - კომაროვის სკოლა, ვერცხლის მედალი;

დავით კლდიაშვილი- კომაროვის სკოლა, ბრინჯაოს მედალი; 

ცოტნე გიორგაძე- კომაროვის სკოლა, ბრინჯაოს  მედალი.

 ნაკრების ლიდერი - რამაზ ხომერიკი, თანალიდერები - გრიგოლ ფერაძე და გიორგი ბახტაძე. 

ფიზიკის 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IPHO 2024) წელს ირანის ქალაქ ისპაჰანში გაიმართა და მასში 43 სახელმწიფოს  200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 


ინფორმატიკის 36-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, 1 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

ნიკოლოზ მელიქიშვილი - კომაროვის სკოლა, ბრინჯაოს მედალი; 

ირაკლი სულამანიძე- კომაროვის სკოლა,  საპატიო დიპლომი;

ოთარ ციბაძე- ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის სკოლა, საპატიო სიგელი.

ნაკრების ლიდერი - გიორგი მანდარია, თანალიდერი - ბაქარ გამეზარდაშვილი, ასისტენტი-ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი;

ინფორმატიკის   36-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IOI 2024) წელს ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში გაიმართა და მასში 96 სახელმწიფოს  353 მოსწავლე მონაწილეობდა. 


აღსანიშნავია, რომ დავით კლდიაშვილმა  მათემატიკისა და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღო მონაწილეობა და ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 


მათემატიკის, ფიზიკისა და ინფორმატიკის   მოსწავლეთა ნაკრები ეროვნული ოლიმპიადების შედეგების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული შესარჩევი წერების შედეგად შეირჩა.


კომაროვის სკოლა ულოცავს მოსწავლეებს, გუნდის ლიდერებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს, გულშემატკივრებს და მომავალშიც  არაერთ წარმატებას უსურვებს!


ზემოთ